Tuesday, 18 May 2010





ავრილ რამონა ლავინი დაიბადა 1984 წლის 27 სექტემბერს,კანადის შტატ ონტარიოში,ქალაქ ნაპანში.12 წლიდან აქტიურად დაიწყო სიმღერა და გიტარაზე დაკვრა მარტომ ისწავლა.16 წლისა,გადასახლდა ნიუ–იორკში იმ იმედით,რომ ვინმე იპოვიდა და ოცნება აუსრულდებოდა,მაგრამ ხმისჩამწერმა სტუდია არისტა რეკორდმა ის მაშინ იპოვა,როცა იმედგაცრუებული ლავინი უკვე ნაპანში დაბრუნებას აპირებდა.სტუდიამ ავრილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 1 წლის შემდეგ,ავრილ ლავინის პირველი ალბომი გამოვიდა,სახელწოდებით LET GO,რომელმაც ატომური ბომბის ეფექტი მოახდინა.მისმა ტირაჟმა 8.000.000–ს მიაღწია და მალე 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ჩარტების სათავეში მოექცა. სრული 8 კვირის განმავლობაში,მისი პირველი სიმღერა COMPLICATED ჩარტების პირველი ათეულიდან არ ჩამოსულა.ყველასგან განსხვავებული მომღერალი პანიკას იწვევდა ფანებში გამოჩენისას და კონცერტებზე ასი ათასობით მსმენელს იზიდავდა.ყველაზე დიდი გაოცება გამოიწვია მაშინ,როცა 2 კვირის განმავლობაში 12 სიმღერა დაწერა.ამ სიმღერებიდან ყველა შევიდა ავრილის მეორე ალბომში,სახელწოდებით UNDER MY SKIN,რომელმაც ორმაგი ემოცია გამოიწვია და ამასთანავე,უკვე 19 წლის მომღერლის მკაცრი სახეც გამოაჩინა – მაშინ ავრილი საკმაოდ იმედგაცრუებული იყო უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობების გამო,რაც ალბომში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და რაზეც თითქმის ყველა ინტერვიუში ეკითხებოდნენ.
21 წლისა,დაქორწინდა მუსიკალური ჯგუფის,SUM-41–ს სოლისტზე,დერეკ უიბლიზე.მათ ერთად ჩაწერეს ავრილის მესამე ალბომი,THE BEST DAMN THING,რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიტანა,პირიქით,ლავინის რეიტინგმა საგრძნობლად დაიწია,რაც იმით აიხსნა,რომ უკვე ქერათმიანი და საგრძნობლად დაქალებული ავრილი ის აღარ იყო,რაც ასე სჭირდებოდათ მსმენელებს –ის მორიგ პოპმომღერლად გადაქცეულიყო..

ლავინი კარიერას აგრძელებს და მალე მორიგი ალბომის გამოშვებასაც აპირებს.სულ ახლახანს,საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გარდა (ABBEY DOWN)სუნამოც გამოუშვა,სახელწოდებით BLACK STAR. ფანები კი იმედოვნებენ,რომ ავრილ ლავინი ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისევ მძლავრი ტემბრითა და მუსიკით დაიპყრობს სცენას,როგორც ამას პირველად ახერხებდა,თანაც,ძალიან იოლად.


დემი ლოვატო დევონე (ინგლ. Demi Lovato; დ. 20 აგვისტო, 1992) არის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ის სახელგანთქმული გახდა (2007). მას აქვს უფრო ბევრი სიმღერა ჩაწერილი და ნაკლები კინო. პრინცესების დაცვის პროგრამა (2008). ქემპ როკი (2008). მისი პოპულარული სიმღერებიდან ყველაზე ნაცნობია: (This is me). (Don't Forget), და ა.შ ლოვატო და სელენა გომეზი განუყრელი მეგობრები არიან ისინი ერთად ერთობიან და მხიარულობენ. მისმა მეგობარმა სელენა გომეზმა აიღო ტიტული რომელიც უკავშირდებოდა მის სილამაზეს.


სელენა გომესი (დ. 22 ივლისი, 1992, ნიუ-იორკი, აშშ. ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და UNICEF-ის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.

დაიბადა 22 ივლის 1992 წელს ტეხასის შტატში. მისი მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია. მოზარდმა სელენამ მას ულტიმატუმი წარუყენა. თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურს, და არანაირი სხვა პროფესია არ უნდა. დედამ ქალიშვილის თხოვნა გაითვალისწინა და სერიოზულად მიიღო.

უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომესმა თავისი პირველი კასტინგი გაიაქრა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში "ბარნი და მისი მეგობრები", მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.

გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.


Monday, 17 May 2010






ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა) იყო ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ „ქუინი“ს წევრი. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მატ შორის: „Bohemian Rhapsody“; „Killer Queen“; „Somebody to Love“; „Don't Stop Me Now“; „We Are the Champions“ და „Crazy Little Thing Called Love“.

მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს „ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად“. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა „Time Asia“ იგი შერაცხა , როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

მერკური დაიბადა ზანზაბარის კუნძულზე, ტანზანიაში. მისი მშობლები იყვნენ ბომი და ჯერ ბულსარები, რომლებიც მისდევდნენ ზოროასტრიზმს. ბულსარების ოჯახი გადავიდა ზანზაბარში, იმისთვის რომ მამამისს გაეგრძელებინა მუშაობა. ფაროჰს ჰყავდა უმცროსი დაც - კაშმირა. 1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, ბომბეისთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი ბოქსით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „The Hectics“ ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო რადიოში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა „ფრედის“. მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზაბარში დაბრუნდა. 1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური და მისი ოჯახი ზანზაბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც იგი ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex“, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage“-დ. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „Sour Milk Sea“ შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა. ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „Smile“ ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „Queen“ შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად.


ბავშვობაში ფრედი მერკური გატაცებული იყო ინდური მუსიკით, ყველაზე მეტად კი მოსწონდა ლატა მანფეშკარი, ინდოელი მომღერალი, რომელიც მან პირადად იხილა მის კონცერტზე. ინგლისში გადასვლის შემდეგ კი იგი გატაცებული იყო ჯიმ კროკით, ელვის პრესლით, ლედ ზეპელინით, როულინგ სტოუნით, ჯიმი ჰენდრიქსით, ჯონ ლენონით და ბითლზებით. იგი აგრეთვე აღმერთებდა ლაიზა მინელის.

აღიარებულია, როგორც ერთერთი ყველაზე ფენომენალური ვოკალისტი მთელ მსოფლიოში, მუსიკის ისტორიაში. იგი ლაპარაკობდა ბარიტონის ტონალობაში, ხოლო სიმღერებს ხშირად ასრულებდა, როგორც ტენორი. იგი თავისი ხმით წვდებოდა სამ ოქტავას სრული, ძლიერი ხმით. ის წვდებოდა ძალიან მაღალ ბგერებს, არ უჭირდა დაბლების აღებაც, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აბმობდა, რომ მას არასდროს არ უვარჯიშია ხმაზე.

მერკურიმ დაწერა ჩვიდმეტიდან ათი სიმღერა ალბომიდან „Greatest Hits“ : "Bohemian Rhapsody", "Seven Seas of Rhye", "Killer Queen", "Somebody to Love", "Good Old-Fashioned Lover Boy", "We Are the Champions", "Bicycle Race", "Don't Stop Me Now", "Crazy Little Thing Called Love" და "Play the Game", ამ ალბომში შეტანილი იყო ქუინის საუკეთესო ჰიტები. ხალხის აზრით მისი წარმატებული კომპოზიტორობა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყენებდა მრავალ მუსიკალურ ჟანრს და მიმდინარეობას და არ იყო შემოფარგლული მხილოდ ერთით(მაგ. მხოლოდ როკით, დისკოთი და სხვ.) იგი ამბობდა რომ მას არ შეეძლო და არ უყვარდა ერთიდაიგივის კეთება მრავალჯერ, რაც აისახება მის სიმღერებზეც. სიმღერებს იგი ძირითადად წერდა პიანინოზე და დაწერისას იყენებდა უამრავ აღნიშვნას.

იგი ინდოეთში 4 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე. ლონდონში კი მან გიტარაზეც დაკვრა ისწავლა, რაც განაპირობა მისმა გატაცებამ ბიტლზებით, ჯიმი ჰენდრიქსით, ლედ ზეპელინით და სხვა შემსრულებლებით. ის ხშირად უკრავდა მის მიერ შეთხზულ მელოდიებს ორივე საკრავზე. მერკური ფორტეპიანოზე უკრავდა ქუინის ბევრ ჰიტში - "Killer Queen", "Bohemian Rhapsody", "Good Old Fashioned Lover Boy", "We Are the Champions" და "Don't Stop Me Now"-ში. ბრაიან მეი იხსენებს, რომ მისი შესაძლებლობები ფორტეპიანოზე უზარმაზარი იყო - მას შეეძლო საკრავზე ყველაფრის დაკვრა. მას ასევე შექმნილი აქვს სიმღერები გიტარისთვისაც -„Ogre Battle“ და „Crazy Little Thing Called Love“, რომლებსაც სტუდიაში თვითონაც უკრავდა.

მერკური ცნობილი იყო მისი შემსრულებლობითი ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც. მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად ქუინთან ერთად ითვლება 1985 წლის „Live Aid“, როდესაც მთელი სტადიონი (72’000 ადამიანი“) ტაშს აყოლებდა, მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას ქუინებთან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.

მერკური ცნობილი იყო მისი შემსრულებლობითი ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც. მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად ქუინთან ერთად ითვლება 1985 წლის „Live Aid“, როდესაც მთელი სტადიონი (72’000 ადამიანი“) ტაშს აყოლებდა, მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას ქუინებთან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.

მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე ცუდი დიაგნოზი დაუსვეს - იგი ინფიცირებული იყო შიდსით. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და ქუინიც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა და ჭორად თვლიდა. მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან. და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არცერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, იგი დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.



Nokia 2610 Theme

avril lavigne-s Temaa

Gadmowera


gadmowera

Sony Ericsson aino Themes


gadmowera

Sony Ericsson aino Theme



gadmowere : )))

Sony Ericsson aino Theme




კრისტინა აგილერა დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, სტეიტენ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ. მისი მამა - ფაუსტო აგილერა - ეკვადორელია, დედა - შელი, ირლანდიელი - მუსიკოსი, მევიოლინე. გოგონას ბავშვობა ნამდვილ ჯოჯხეთს ჰგავდა. მამამისი სამხედრო პირი იყო და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი მეუღლესა და შვილებს ხშირად სცემდა კიდეც.

”ბავშვობის გახსენება არც მინდა. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. დედაჩემს მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ერთხელ შევესწარი მომენტს, როდესაც მამა დედას ახრჩობდა. რომ არ მეკივლა, ალბათ მოკლავდა. მერე მამა მე მომიბრუნდა და კიბეებზე დამაგორა”,-იხსენებს მომღერალი.

განსაკუთვრებით მძიმე პერიოდი ოჯახს მაშინ დასდგომია, როცა ისინი იაპონიაში გადასულან საცხოვრებლად, სადაც ამერიკის არმიის სერჟანტ - ფაუსტო აგილერას სამხედრო ნაწილი გადაუყვანიათ. კრისტინას დედა - შელი კენსის თქმით, მათ ოჯახში ძალადობას ყოველდღე ჰქონდა ადგილი, ის კი ამით ისე დაშინებული იყო, რომ ძილის წინ ბალიშის ქვეშ ყოველთვის დებდა ცრემლსადენ გაზის პატარა ბალონს, რათა, აუცილებლობის შემთხვევაში, ოდნავ მაინც დაეშოშმინებინა განრისხებული ქმარი.

ოთხი წლის იყო კრისტინა, პირველად დედამ ნაცემი რომ ნახა. გოგონას პირიდანაც სისხლი სდიოდა. კრისტინას მოუყოლია, რომ იგი თამაშობდა, მამა კი ამ დროს დაძინებას ცდილობდა. გოგონას ხმაურიანი თამაშით შეწუხებულ ფაუსტოს იგი გამეტებით უცემია. მაშინ მიხვდა, რომ მეუღლესთან ცხოვრება შვილს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ 1987 წელს ქმარს გაშორდა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. გავიდა წლები და კრისტინამ დედამისსა და ზოგადად მის ბავშვობას მიუძღვნა სიმღერები - ”I'm OK" (ალბომიდან ”Stripped”) და "Oh Mother" (”Back to Basics”). როგორც მომღერლის მეგობრები ამბობენ, ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა კრისტინას დღესაც აწუხებს. მას დღემდე ახასიათებს შიშები ყვირილის მიმართ. მომღერალს შიშის, პანიკის გრძნობა, პერიოდულად ღამე ეუფლება. თავად კრისტინას თქმით, ერთხელ ასეთი შეტევის დროს იგი ჰოლივუდში მდებარე თავისი ფეშენებელური სახლიდან გაიქცა და კარგა ხანს ქუჩებში დაეხეტებოდა დასამშვიდებლად. ”საშინლად ვკანკალებდი და მეშინოდა შინ დაბრუნებისა. არ მინდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში დავენახე”,-განაცხადა მომღერალმა.

9 წლის ასაკიდან კრისტინას ცხოვრებაში ნათელი ფერები გამოჩნდა. მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ”ვარსკვლავების ძიებაში ”, სადაც მეორე ადგილი აიღო. შემდეგ ჰოკეის ჩემპიონატზე საყვარელი გუნდის ჰიმნი შეასრულა. ვარსკვლავის მომავალზე მეოცნებე გოგონას სკოლაში პრობლემები ჰქონდა. იგი რატომღაც თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებდა. კრისტინა სკოლიდან სახლში ხშირად ატირებული ბრუნდებოდა.

როდესაც სკოლაში გამართულ ერთ-ერთ საღამოზე კრისტინამ იმღერა, მეორე დღეს სკოლაში გაკრული პლაკატი დახვდა, რომელზეც ეწერა: ”კრისტინა, შენ ხარ ძროხა და გინდა, რომ შენი სიმღერით დაიმკვიდრო სახელი. ეს კი არ გამოგივა”. საბოლოოდ კრისტინა იძულებული გახდა, სკოლაში სიარულზე უარი ეთქვა და სახლში განეგრძო სწავლა.

პირველი სიყვარული კრისტინას 15 წლის ასაკში ეწვია. მას ჯგუფ რედ ჰოტ ჩილი პეპერსის მუსიკოსი დეივ ნავარო შეუყვარდა. მომავალი ვარსკვლავი დეივის პლაკატით იძინებდა და იღვიძებდა. ერთი წლის შემდეგ კი თავის საყვარელ მამაკაცს ბარში გადააწყდა და პირდაპირ მივიდა მასთან. ”გამარჯობა, მე კრისტინა აგილერა ვარ, უკვე 16 წლის”,-განუცხადა მას. მინიშნება დეივ ნავარომ აგდებულად მიიღო და მასზე შეყვარებულ გოგნას უპასუხა: ”მართლა 16 წლის ხარ? მაშინ ფინჯან რძეზე დაგპატიჟებ”. ასე დასამარდა მომღერლის პირველი სიყვარული. სამაგიეროდ გამბედაობა ეყო და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში ” მიკი მაუსის კლუბი” , რომელიც ახალგაზრდა მომღერლებისთვის ტრამპლინს წარმოადგენდა.


შოუში სამმა მომღერალმა გაიმარჯვა - კრისტინამ, ბრიტნი სპირსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა. გოგონებს შორის სერიოზული კონკურენცია გაიმართა. სამაგიეროდ, ჯასტინმა და კრისტინამ ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ამ შოუმ კრისტინას სადებიუტო ალბომის კონტრაქტი და სერიოზული პერსპექტივები მოუტანა. მისი პირველი ალბომი Christina Aguilera ამერიკისთვისაც კი რეკორდული აღმოჩნდა - 4 თვეში პლატინის სტატუსი მიიღო, თავად მომღერალს კი 2000 წელს, გრემის 42-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის გადაეცა. როდესაც გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში ”წლის საუკეთესო ახალბედა” გამარჯვებულად 19 წლის კრისტინა აგილერა გამოაცხადეს, აღელვებულმა მომღერალმა გზაში რამდენჯერმე წაიბორძიკა კიდეც, რადგან თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: ”რატომ მე და არა ბრიტნი”. ბრიტნი ამ ჯერად კრისტინას მეტოქე იყო, თანაც კრისტინაზე მეტად წინ სწორედ იგი იდგა ყველა ჩარტებში, თუმცა გრემი მაინც აგილერას ერგო.
დაწვრილებით [რედაქტირება]

კრისტინას თქმის იგი მღერის დაბადებიდან. ბავშვობაში მომავალი მომღერალი ხშირად იკეტებოდა სააბაზანოში და ხელში შამპუნის კოლოფით ხშირად მღეროდა, ასევე სახლთან ახლოს, პატარა სცენაზე მართავდა წარმოდგენებს მეზობლებისათვის.

1998 წელს აგილერამ შეასრულა უიტნი ჰიუსტონის "Run to You", რომელიც თავადვე ჩაწერა მაგნიტოფონზე, სააბაზანოში. იგი მალევე მიიწვიეს დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის - მულანის საუნდტრეკის "Reflection[4]" ჩასაწერად, რის შემდგომაც დამწყებმა მომღერალმა გააფორმა კონტრაქტი კომპანია RCA Records-თან[5]. ბილბორდის ჩარტში Reflection საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 1998 წელს კი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე იგი დასახელებული იქნა ნომინაციაში საუკეთესო ახალი სიმღერა (Best Original Song).

აგილერას პირველი ალბომი Christina Aguilera 1999 წლის 24 აგვისტოს გამოვიდა. ბილბორდის ორასეულში და ალბომების კანადურ ჩარტებში მან მოწინავე ადგილი დაიკავა. გაიყიდა 8 მილიონი ასლი აშშ-ს[6], ხოლო 12 მლნ[7] . მსოფლიოს მასშტაბით. ალბომი შესულია RIAA-ს ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომის სიაში, რაც ეფუძვნება აშშ-ში გაყიდვების რაოდენობას[8] .

1999-2000 წწ. კრისტინას სიმღერებმა ”Genie in a Bottle", "What a Girl Wants" და "Come on Over Baby (All I Want Is You)" მოწინავე პოზიციები დაიკავეს ბილბორდის ცხელ ასეულში, სინგლმა "I Turn to You" კი მე-3 ადგილს მიაღწია. აგილერას ალბომის სიმღერების ავტორთა განცხადებით, კრისტინა ცდილობდა მაყურებლისათვის ბოლომდე ეჩვენებინა მისი ხმის სიძლიერე და კონცერტებზე ხშირად მღეროდა მხოლოდ როიალის თანხლებით[9]. გრემის 42-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კრისტინას სიმღერა "Genie in a Bottle" დასახელებული იქნა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. ადრეულ წინასწარმეტყველებათა მიუხედავად, აგილერამ მიიღო გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის[10] .

2000 წლის 12 საექტემბერს გამოვიდა კრისტინას პირველი ესპანურენოვანი ალბომი Mi Reflejo, ანუ ჩემი ანარეკლი. მასში შევიდა როგორც ინგლისურენოვანი სიმღერების ესპანური ვარიანტები, ისევე ახალი სინგლები. თუმცაღა ალბომის გამოსვლას კრიტიკათა სერიაც მოჰყვა. კრიტიკოსები ადანაშაულებდნენ აგილერას, რომ ახალი ალბომით იგი ცდილობდა ლათინური პოპ მუსიკის ბუმში ჩაბმას და ამით ფულის კეთებას. ბილბორდის ორასეულში ალბომმა 27 პოზიცია დაიკავა და ლათინური ალბომების ჩარტების სიის სათავეში მოექცა. 2001 წელს, კრისტინას ესპანურმა ალბომმა გაიმარჯვა გრემის ლათინურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში ქალის საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა. ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო აშშ-ში და გაიყიდა მისი 3 მლნ. ასლი მსოფლიოს მასშტაბით[11]. ალბომს ასევე გამარჯვება ხვდა წილად მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე (World Music Award), ნომინაციაში წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ლათინური ალბომი. 2000 წლის 24 ოქტომბერს აგილერამ ასევე გამოუშვა საშობაო ალბომი My Kind of Christmas. ბილბორდის ორასეულში მან დაიმკვიდრა 28-ე პოზიცია და აშშ-ში მიიღო პლატინის სტატუსი[12]. აგილერას რიკი მარტინმა სთხოვა ჩაეწერა მასთან დუეტი "Nobody Wants to Be Lonely" ახალი ალბომისათვის Sound Loaded. სიმღერის კლიპი გამოვიდა 2001 წელს და დაიკავა 1 ადგილი მსოფლიო ჩარტებში.

2001 წელს კრისტინამ ლილ კიმთან, მიასა და პინკთან ერთად ჩაწერა სიმღერა "Lady Marmalade", ფილმისათვის მულენ რუჟი!. ეს სიმღერა წარმოადგენს ჯგუფ ლებელის სინგლის გადაკეთებულ ვარიანტს. გადაღებული იქნა კლიპი მისი ელიოტის მონაწლეობით, რომელიც აგრეთვე მისი პროდიუსერიცაა. სიმღერას უცვლელად ეკავა 1 ადგილი 5 კვირის განმავლობაში ცხელ ასეულში. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველზე წარმატებულმა სიმღერამ[13] ასევე დაიკავა 1 პოზიცია 11 სხვა ქვეყნის ჩარტებში. გრემის დაჯილდოებაზე კი გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში. MTV Video Music Awards-ზე სიმღერამ 2 პრიზი მოიპოვა, მათ შორის წლის ვიდეო 2001. პრიზის მიღების დროს აგილერამ განაცხადა: ”დიდმა თმამ მართლაც გაამართლა”[14]. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აგილერას ჩაცმულობა კლიპში მეტად ემსგავსება ჯგუფ Twisted Sister წევრის - დი სნიდერის ჩაცმულობას[15] .

იმავე წელს, გასაყიდად გამოვიდა სიმღერა "Just Be Free", რომელიც აგილერამ 15 წლის ასაკში ჩაწერა. როდესაც RCA Records-მა აღმოაჩინა ეს სიმღერა, კომპანიამ ურჩია აგილერას ფანებს არ შეეძინათ იგი[16]. ერთი თვის შემდგომ, Warlock Records-მა გამოუშვა აგილერას ადრეული ჩანაწერების ნაკრები Just Be Free. ამასთან დაკავშირებით, მომღერალმა მოსთხოვა კომპანიას შეეჩერებინა პროდუქციის დამოშვება[17]. ნაკრებთან დაკავშირებით ბევრი დეტალი საეჭვოდ რჩება. იგი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა, გარეკანზე 15 წლის კრისტინას სურათით[18].

მიუხედავად იმისა, რომ აგილერას პირველ ალბომს საზოგადო მოწონება ხვდა წილად, მომღერალი მუდამ უკმაყოფილო იყო საკუთარი იმიჯით[19]. მას არ სურდა მუდამ პოპ პრინცესასა და თინეიჯერთა კუმირის ტიტულის ტარება. მიზანდასახული მომღერალი გაცილებით სერიოზულ კარიერაზე ოცნებობდა. კრისტინა აღნიშნავდა, რომ მისი მე-2 ალბომი მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით გაცილებით ღრმა იქნებოდა[20].

მალე აგილერას პრობლემები შეექმნა პერსონალურ მენეჯერ სტივ კურტზთან. მომღერალმა დაითხოვა იგი, მის ადგილას კი ირვინგ აზოფი დანიშნა[21][22] . მეორე ალბომზე მუშაობისას კრისტინა დარწმუნდა, რომ კურტზის მსგავსად, სხვა მეგობრებმაც უღალატეს მას. ”ახალმა ჩანაწერმა მიხსნა სრული სიგიჟისაგან”,-განაცხადა მოგვიანებით მომღერალმა.

Sunday, 16 May 2010



ტოკიო ჰოტელი დაარსდა იდენტური ტყუპი ძმების ვოკალისტ ბილ კაულიცის, გიტარისტ ტომ კაულიცის, ასევე დრამერი გუსტავ შეფერისა და ბას–გიტარისტი ჯორჯ ლისტინგის მიერ. ოთხეული ერთმანეთს შეხვდა 2001 წელს მაგდებურგის კლუბში გამარტულ შოუზე, სადაც ლისტინგი და შეფერი, რომლებიც ერთმანეთს იცნობდნენ მუსიკალური სკოლიდან, დაესწრნენ ბილი და ტომი კაულიცის გამოსვლას.[1] მათ მალე დაიწყეს გამოსვლა კონცერტებსა და შოუებზე დევილიშის სახელით. [2] მას შემდეგ, რაც ბილ კაულიცმა 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში "ბავშვი ვარსკვლავების ძიება" 13 წლის ასაკში, ის აღმოაჩინა პროდუსერმა პეტერ ჰოფმანმა. ამის შემდეგ გუნდმა სახელი შეიცვალა, როგორც "ტოკიო ჰოტელი".(ტოკიო - იაპონური ქალაქი ტოკიოს საპატივცემულოდ, ჰოტელი კი, რადგან ისინი ყოველთვის მოგზაურობის დროს ჩერდებოდნენ სასტუმროში)[1] ცოტა ხნის შემდეგ, რაც Sony BMG-მ მათთან გააფორმა კონტრაქტი, ჰოფმანმა დაიქირავა დევიდ იოსთი და პეტ ბენზნერი გუნდში, როგორც creators and authors. პირველი ალბომის სიმღერების უმეტესობა დაწერა ჰოფმანმა, იოსთმა და ბენზნერმა. მხოლოდ, ერთადერთი სიმღერა "Unendlichkeit" დაწერა ტოკიო ჰოტელის ოთხეულმა. რატომღაც, ცოტა ხნით ადრე, სანამ ისინი გამოუშვებდნენ პირველ ალბომს, Sony BMG-მ გააუქმა კონტრაქტი ტოკიო ჰოტელის ბიჩებთან. 2005 წელს იუნივერსალ მიუზიკ გრუპმა გააფორმა ტოკიო ჰოტელთან კონტრაქტი და მათ შეიმუშავეს მარკეტინგული გეგმა.
კარიერის დასაწყისი [რედაქტირება]

2005 წლის აგვისტოში "ტოკიო ჰოტელის" სადებიუტო სინგლმა «მონსუნში გავლით» («Durch den Monsun») გამოსვლის პირველსავე კვირაში გერმანიისა და ავსტრიის მუსიკალურ ჩარტებში №1 ადგილი დაიკავა. 2005 წლის სექტემბერში ბენდის სადებიუტო ალბომიც - «ყვირილი» («Schrei») - ამ ქვეყნების ჩარტების პირველ ათეულში მოხვდა. ბიჭები ახლა მათ მომდევნო ალბომზე მუშაობენ, რომელიც 2009 წლის 6 ოქტომბერს გამოვა. ალბომის სახელწოდებაა "ჰუმანოიდი" (Humanoid).
პრიზები 

2005
6 ოქტომბერი 2005: Best Newcomer award ad the Super Comet award at the annual Comet Awards
24 ნოემბერი 2005: Eins Live Krone award
1 დეკემბერი 2005: Bambi award

2006
12 მარტი 2006: Best Newcomer award at Echo Awards[1]
25 მარტი 2006: Best Newcomer award at Steiger-Award
6 მაისი 2006: Goldener Otto award at Bravo Otto show.
22 მაისი 2006: Music award at Bild Osgar
1 ივნისი 2006: Best Foreign Band award and Best Foreign Newcomer award at Bravo Otto Hungary
24 სექტემბერი 2006: Best German Popband award at Goldene Stimmgabel
15 ნოემბერი 2006: Best-Selling German Act award at the WMAs 2006 in London
7 დეკემბერი 2006: Best Liveact award at the Eins Live Krone

2007
21 იანვარი 2007: European Border Breakers Award, for Schrei and Island/Universal DEU
23 იანვარი 2007: BZ-Kulturpreis award in Rock
25 მარტი 2007: Best Videoclip at Echo Awards
3 მაისი 2007: Best Best Video at Comet Awards
3 მაისი 2007: Best Band at Comet Awards
3 მაისი 2007: Super Comet Award at Comet Awards in Köln
დისკოგრაფია [რედაქტირება] მთავარი სტატია : ტოკიო ჰოტელის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები
Schrei (2005), Universal Music/Island
Schrei - so laut du kannst (2006), Universal Music/Island – ალბომის Schrei განახლებული ჩანაწერი
Zimmer 483 (2007), Universal Music/Island
Scream (2007), Universal Music/Island
Humanoid (2009), CherryTree Records, Interscope Records
ცოცხალი ალბომები
Schrei - Live (2006), Universal Music/Island
Zimmer 483 – Live In Europe (2007), Universal Music/Island
"უსათაურო DVD" (20??)


საირუს მილი (დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი), ამერიკელი მომღერალი. დაიბადა მომღერლის – ბილი რეის ოჯახში. მისი პაპა ასევე ცნობილი პერსონა იყო და ორო უფროსი ძმა – ვოკალისტი და გიტარისტი – ასევე დღემდე მოღვაწეობენ. ამის გარდა, მილის ყვას დები და ძმა, რომლებიც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან. ანუ, შეგვიძლია მამაცად ვთქვათ, რომ მილის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი – მშობლებმა მას სახელიც ისეთი მისცეს.

თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას. თეატრით მილი დაინტერესდა ცხრა წლისას – როდესაც ოჯახი ტორონტოში ცხოვრობდა. იმ დროს მისი მამა მონაწილეობდა ერთერთი სატელევიზიო სერიალის გადაღებებში. მისი დახმარებით მაილი დანიშნეს გოგონას, სახელად კაილი, როლზე.

მაილი თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მოიწვიეს დისნეის კინოსტუდიაზე და, იქნებ მისი კინოკარიერა სხვანაირად განვითარდებოდა, მთავარ რეჟისორს რომ არ ჩაეთვალა ის ძალიან პატარად. თან, მაილის შესთავაზეს სწავლის გაგრძელება, თავის აქცენტზე მუშაობდა და სრულყოფილება.

მას გაუმართლა – იმ მომენტში მის გვერდით მამა იყო, რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა მომავალ მსახიობს. საბოლოო ჯამში მაილიმ ითამაშა კინოში ჰანა მონტანა. მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები ზემოხსენებულ ფილმში. ამ ფილმიდან მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა. რვა სიმღერა კინოდან ნამდვილი ჰიტი გახდა.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე.



ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Destiny Hope Cyrus
დაიბადა ნეშვილი, 23 ნოემბერი 1992 წელი
წარმოშობის ადგილი აშშ
ჟანრი/ები pop
საქმიანობა/ები მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტი/ებიvocals, guitar, pianovocals, guitar, piano




ჯასტინ დრიუ ბიბერი (ინგლ. Justin Drew Bieber) (IPA: [ˈbiːbər])- (დ. 1 მარტი, 1994) არის კანადელი pop/r&b მომღერალი.

მისი კარიერა დაიწყო Youtubeით. 2007 წლიდან ბიებერის დედამ დაიწყო ჯასტინის ვიდეოების Youtubeზე გამოქვეყნება. ის მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც რჩევა ჰკითხა აშერს სანამ ბიებერმა ხელი მოაწერა Island Records თან. ბიებერმა თავისით ისწავლა დაკვრა პიანინოზე,დოლზე,გიტარაზე და საყვირზე. მისი მოსიკალური კარიერა ჯერ მხოლოდ ეხლა დაიწყო.

მისი პირველი ალბომი არის My world რომელიც გამოვიდა 2009 წლის 17 ნოემბერს,ამ ალბომიდან ოთხი სინგლი გახდა ძალიან პოპულარული: one time,one less lonely girl,love me and favorite girl, რომლებიც 15 ადგილზე იყო კანადურ ცხელ ასეულში. ამ ალბომმა მიიღო დადებითი მიმოხილვები კრიტიკოსებისგან და #6 გახდა ამერიკულ ათეულში.პირველ კვირაში 137,000 ალბომი გაიყიდა.ბიებერი გახდა 2 საუკეთესო ახალი მომღერალი 2009 წლის. ბიებერი ასევე გახდა პირველი მომღერალი რომლის ყველა სიმღერა იყო ამერიკულ ცხელ ასეულში.ის ასევე იყო #1 კანადურ ჩარტებში. My World 2.0 გამოვა გაყიდვაში 2010 წლის მარტში. მისი უახლესი სინგლია , "Baby" რომელიც გამოვიდა 2010 წლის 18 იანვარს. ბიებერი გახდა 2009 წლის ყველაზე "ცხელი" მომღერალი.



ლედი გაგა (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა, დ. 1986 წლის 28 მარტს) - ამერიკელი შემსრულებელი. მისი კარიერა დაიწყო ნიუ იორკის როკ-ანდერგრაუნდში. ლეიბლთან Streamline Records კონტრაქტით (2007 წელს) დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა დიდ სცენაზე. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის, მაგრამ რეპერ ეიკონის ძალისხმევით და ინიციატივით, ლედი გაგა გადავიდა მის ლეიბლზე Kon Live Distribution.



ნამდვილი სახელი სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა
დაიბადა 28 მარტი, 1986
წარმოშობის ადგილი ნიუ იორკი, აშშ
ჟანრი/ები პოპი, საცეკვაო მუსიკა, ელექტრონიკა
საქმიანობა/ები მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი
ინსტრუმენტი/ები ვოკალი, ფორტეპიანო, სინთეზატორი
აქტიური 2006-დღემდე
ლეიბლი/ები Interscope, Streamline, Kon Live, Cherrytree, Def Jam


ჯენიფერ ლინ ლოპესი (Jennifer Lynn Lopez) (* 24 ივლისი, 1969), ასევე ცნობილი როგორც J.Lo. (ჯეი ლო), ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე, და დიზაინერია. ის ჰოლივუდის უმდიდრესი ჰისპაიკია ვებსაიტ "A Socialite's Life".






შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი (დ. 2 თებერვალი, 1977), ცნობილი როგორც შაკირა, კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, რეკორდ პროდიუსერი და მოცეკვავეა, რომელიც ლათინური ამერიკის პოპ მუსიკის სცენაზე წამყვანი ფიგურაა შუა 1990-იანი წლებიდან. 2001 წელს იგი ინგლისურ ენოვან ბაზარში შეიჭრა თავისი პირველი ინგლისურ ენივანი ალბომით Laundry Service, რომელიც მსოფლიოს გარშემო თხუთმეტი მილიონი ეგზემპლიარით გაიყიდა. ორგზის გრამის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი შაკირა კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალია 50 მილიონი ალბომით. ის ასევე ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერალია, რომელმაც პირველ ადგილს მიაწია Billboard Hot 100, Australian ARIA, United World Chart და UK Singles Chart-ში. შაკირა ასევე ცნობილია თავისი განათლებულობით და მისი IQ 140-ია.

United World Chart-ის ინფორმაციით შაკირა 2007 წლისათვის ყველაზე წარმატებული მეოთხე არტისტია 2000-იან წლებიდან.

2008 წელს მსოფლიო ტურნეს დროს ბანგლადეშის მერე საქართველოს ეწვია.



დაიბადა 2 თებერვალი, 1977 (ასაკი 30)
წარმოშობის ადგილი ბარანქუილა, კოლუმბია
ჟანრი/ები ლათინური მუსიკა, პოპ როკი
საქმიანობა/ები კომპოზიტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, ფილანტროპი
ინსტრუმენტი/ები ვოკალი, გიტარა, დრამი, ჰარმონიკა
აქტიური 1991-დან — დღემდე
ლეიბლი/ები Sony BMG, Epic